სასტუმრო „სავანე“ ფუნქციონირებს 2000 წლიდან. სავანეში ფუნქციონირებს ორი ცალკე მდგომი ორ და სამ სართულიანი შენობები. მას აქვს 26 – 2, 3, 4 ადგილიანი კომფორტული ნომერი, ასევე ლუქსი და საოჯახო ნომერი, უკაბელო ინტერნეტი, ტელევიზორები საკაბელო ხაზით, კონდიციონერი ყველა ნომერში. ყველა ნომერს აქვს სველი წერტილი (დუში). კაფე-რესტორანი რომელიც ემსახურება როგორც კომპლექსურ კვებას, ასევე შეკვეთებსაც და უგემრიელესი ქართული სამზარეულო.

სასტუმრო მოშორებულია ქუჩის ხმაურს, იგი ჩაფლულია სიმწვანეში. შიდა ბაღის ფართი შეადგენს 1500 კვ.მ. აქ ხარობს ისეთი ეგზოტიკური მცენარეები როგორიც არის სხვადასხვა ჯიშის პალმები, ჰორტენზია, კივი, დრაცენა, კარალოკი, ხურმა, ლეღვი, პასიფლორა, ყურძენი და ბევრი ულამაზესი ყვავილი.

ეზოს ამშვენებს პატარა აუზი, ხელოვნური ჩანჩქერით, ბამბუკის ფანჩატურები, მაგიდები თეთრი ქოლგებით, საქანელები და ლამპიონები, და რაც ყველაზე მთავარია, სასტუმროს აქვს დიდი, ფართო ტერასები მაგიდებითა და სავარძლებით.




სასტუმრო „სავანე“-ში გატარებული დღეები, თქვენი ცხოვრების ულამაზეს მოგონებად დარჩება. გვესტუმრეთ!