26----2,3,4 ადგილიანი , კომფორტული ნომრები. ასევე ლუქსი და საოჯახო ნომერი.

სასტუმრო მოშორებულია ქუჩის ხმაურს, იგი ჩაფლულია სიმწვანეში. შიდა ბაღის ფართი შეადგენს 1500კვ.მ. აქ ხარობს ისეთი ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა სხვადასხვა ჯიშის პალმები, ჰორტენზია, კივი, დრაცანა, კარალიოკი, ხურმა, ლეღვი, პასიფლორა, ყურძენი და ბევრი ულამაზესი ყვავილი.

ეზოს ამშვენებს პატარა აუზი, ხელოვნური ჩანჩქერით, ბამბუკის ფანჩატური, მაგიდები - თეთრი ქოლგებით, საქანელები და ლამპიონები.
და რაც ყველაზე მთავარია, სასტუმროს აქვს დიდი, ფართო ტერასები-მაგიდებითა და სავარძლებით.